გვამების ხრწნის, სასმელი წყლისა და საკვების დეფიციტის გამო, არსებობს ქოლერისა და დიზენტერიის გავრცელების საშიშროება - მარიუპოლის საკრებულო

28 აპრილი 2022, 16:59 1677 ნახვა

მარიუპოლის 100 000-მდე მცხოვრებს ქალაქში შექმნილი უმძიმესი სანიტარული პირობების გამო სასიკვდილო საფრთხე ემუქრება - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია მარიუპოლის საკრებულოზე დაყრდნობით ავრცელებს.

საკრებულოში აცხადებენ, რომ არსებობს ქოლერის, დიზენტერიისა და ნაწლავის ჩხირის გავრცელების საშიშროება.

"მოსახლეობას აუტანელ პირობებში უწევს ცხოვრება. ჰაერის ტემპერატურამ უკვე 20 გრადუსს მიაღწია. წყალმომარაგების  და სანიტარული სისტემის არარსებობის, ნანგრევების ქვეშ მოყოლილი ათასობით გვამის ხრწნის გამო შესაძლოა ქალაქში მალე მომაკვდინებელი ეპიდემია გავრცელდეს"- აცხადებენ საკრებულოში.

მათივე განმარტებით, ქალაქში საკვების კატასტროფული დეფიციტია, ოკუპანტები ვერ ახერხებენ მოსახლეობის წამლით მომარაგებას და ბლოკავენ ევაკუაციის ყველა მცდელობას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი