გაეროს გენერალური მდივანი უკრაინაშია. ანტონიო გუტიერეში იმედოვნებს, რომ მარიუპოლში "აზოვსტალის" ქარხნიდან მოქალაქეების ევაკუაციაზე შეთანხმებას მალე მიაღწევენ.
გაეროს გენმდივანი შეხვედრებს დღეს უკრაინის ხელმძღვანელობასთან გამართავს, თუმცა მანამდე გუტიერეშმა კომენტარი პორტუგალიელ ჟურნალისტებთან გააკეთა.
მისი თქმით, მარიუპოლიდან მოქალაქეების გამოყვანის ოპერაცია საკმაოდ რთულია და ამისთვის პირობები უნდა შეიქმნას.