მოლდოვამ უკრაინას პირველი სამხედრო დახმარება შესთავაზა

28 აპრილი 2022, 11:07 1086 ნახვა

მოლდოვამ უკრაინას პირველი სამხედრო დახმარება შესთავაზა.  ოფიციალური კიშინიოვი მზადაა რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლებული უკრაინის დასახლებული პუნქტების  ნაღმებისგან გასაწმენდად  უკრაინაში გამნაღმველები გაგზავნოს. 

ჩვენ ვცდილობთ დავეხმაროთ უკრაინას, შევთავაზეთ  სატრანსპორტო არტერიები, ასევე  გამნაღმელების დახმარება და ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდება. ეს არის ის, რისი გაკეთებაც  ჩვენ შეგვიძლია - განაცხადა მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ

მან აღნიშნა, რომ ქვეყნის საბანკო სისტემა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებული ფინანსური სანქციების პაკეტს შეუერთდა. 

მანამდე მაია სანდუ აცხადებდა, რომ  ქვეყანა შეინარჩუნებდა ნეიტრალიტეტს რუსეთის მიმართ და უკრაინაში ომის გამო არ შეუერთდება რუსეთის წინააღმდეგ  დასავლეთის სანქციებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი