ბარამიძე ობსტრუქციულ ჩანაწერს ადასტურებს

27 აპრილი 2022, 18:00 1325 ნახვა

რატომ იყენებს გიორგი ბარამიძე საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულს ანდრეი კასიანოვის მისამართით შეურაცხმყოფელ გამოთქმას და ახსენებს დავით არახამიას და უკრაინის ადმინისტრაციას. მის პოზიციას პარტია ემიჯნება, თუმცა პარალელურად ხელისუფების მხრიდან მოსმენების არსებობაზე საუბრობენ. სწორედ ეს თქვა თავად ბარამიძემ, სოციალურ ქსელში გავრცელებული განცხადებით, მან ხმოვანი შეტყობინება პარტიულ ჩატში ჩააგდო, თუმცა პრობლემა არა საუბრის შინაარსი, არამედ ისაა, რომ უსმენენ. „ქართული ოცნება“ კი ოპოზიციურ პარტიას ომის პარტიას უწოდებს.

ირაკლი ყურაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში