გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, რომელშიც სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილი რუს სანქცირებულ ოლიგარქ ვლადიმერ ევტუშენკოვს ესაუბრება და სადაც ნახსენებია ქართველი ბიზნესმენი, განცხადება რამდენიმე წუთის წინ თავად დავით ხიდაშელმა გაავრცელა. იგი ფაქტს მის წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციულ კამპანიას უწოდებს.
„ვლადიმერ ევტუშენკოვი 30 წელია არის ჩემი მეგობარი, მისი ოჯახის წევრები მუშაობდნენ ჩემს კომპანიებში შვეიცარიაში. მე საქართველოში წლების განმავლობაში არ ვიმყოფებოდი და არ ვსაქმიანობდი.
ხიდაშელი განცხადებაში ასევე აღნიშნავს, რომ ალი უზდენოვი არის ბიზნესმენი და არანაირი კავშირი არ აქვს პოლიტიკასთან. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილთან არანაირი შეხვედრა არ გამართულა. რაც შეეხება პრემიერთან შეხვედრას, ასეთი შეხვედრა არ შემდგარა.
„იმის მიუხედავად, რამდენ ბინძურ დეზინფორმაციას გაავრცელებენ და რამდენ ბინძურ კამპანიას ააგორებენ ჩემს წინააღმდეგ, არ ვაპირებ რაიმე პოლიტიკური შეფასების გაკეთებას, ჩემი საქმიანობა ყოველთვის იყო მიმართული საქართველოს კეთილდღეობისკენ და ქართველი ხალხი ამას ხედავს და ყოველთვის დაინახავს," - ნათქვამია დავით ხიდაშელის განცხადებაში.