პროტესტის გამო არა, მაგრამ ახალ წელს არც ჩვენი შემდეგი სიუჟეტის გმირები შეხვდებიან ბუხრის წინ გაშლილ სუფრასთან. მაშინ, როცა თქვენ, ახლა, ცისფერ ეკრანებს ოჯახურ გარემოცვაში უცქერთ, ადამიანთა ერთი ჯგუფი ჩვენი ქვეყნის საზღვრებს იცავს.ზუსტად ამ წუთებში მესაზღვრეები ოთხივე მეზობელი ქვეყნის საზღვრებზე პატრულირებენ. ჩვენს უსაფრთხოებას ზღვაში კი სანაპირო დაცვის დეპარტამენტის მცურავი საშუალებები უზრუნველყოფენ. პროფესიული ახალი წელი - როგორ ხვდებიან 2017-ს ისინი, ვინც ქვეყანას ფიცი მისცა, ნახეთ ჩვენი რეპორტაჟი .