“ძლიერთა თამაშებში“ მონაწილეები საქართველოში დაბრუნდნენ

25 აპრილი 2022, 14:20 574 ნახვა

ჰააგაში მიმდინარე „ძლიერთა თამაშებში“ მონაწილე დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები სამშობლოში დაბრუნდნენ.  საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების გუნდმა მჯდომარე ფრენბურთში მეორე ადგილი დაიკავა. ალექსი ბერუაშვილმა გუნდს ორი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედალი მოუტანა. 

100 მეტრიან ეტლით რბოლაში ბრინჯაოს მედალი მიიღო ახმედ საფაროვმა. ბრინჯაოს მედლები მიიღეს მურთაზ ოსეფაიშვილმა და ონისე ჯუღელმაც ლენდროვერ ჩელენჯში.  

„ძლიერთა თამაშები“ გაერთიანებული სამეფოს სასექსის ჰერცოგის პატრონაჟით 2014 წლიდან სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება. წელს ტურნირს ნიდერლანდების სამეფო მასპინძლობდა.  

დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების 20-კაციანი ჯგუფი სპორტის სხვადასხვა სახეობაში  მონაწილეობდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში