ნიკა მელია სააკაშვილზე

23 აპრილი 2022, 11:57 1209 ნახვა

უკრაინიდან დაბრუნებულმა ენმ თავმჯდომარემ გადაწყვიტა ჟურნალისტების კითხვებზე არ ეპასუხა და პარტიის გეგმებზე ფბ ლაივის საშუალებით ესაუბრა.  მიხეილ სააკაშვილის ციხიდან დახსნის გზები და შესაძლებლობები იყო - ენმ ამომრჩევლის მთავარი კითხვები.

ნიკა მელია ამბობს, რომ ციხიდან ადამიანის დახსნა გაწერილი გეგმით მარტივი არ რის. მისივე თქმით პარტიამ ვერ მიიღო ის საერთაშორისო მხარდაჭერა რასაც ელოდა, თუმცა თვლის რომ ახლა არსებობს გარღვევის შანსი. 

მელია, ასევე შეეხო კიევში ვიზიტს და აღნიშნა რომ გუნდის წასვლის შესახებ მხოლოდ მცირე ნაწილმა იცოდა, განმარტა რომ არის შეხვედრები, რომელიც შეუძლებელია წინასწარ დაექვემდებაროს აფიშირებას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი