წითელი პარასკევი - აჭარის მაუწყებელი იერუსალიმიდან

22 აპრილი 2022, 12:03 1977 ნახვა

დღეს დიდი პარასკევია, დიდ  მარხვის ყველაზე მძიმე დღე. ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენებს.

რამდენიმე წუთის წინ, იერუსალიმში წმინდა მიწაზე  მომლოცველების ტრადიციული მსვლელობა დაიწყო.  

მსოფლიოს სხვადასხვა  ქვეყნიდან ჩასულ მომლოცველთან ერთად ვია დოლოროსას ანუ იესო ქრისტეს მიერ ჯვარცმამდე განვლილი გზა ქართველმა პილიგრიმებმაც გაიარეს.

გზა ლომების კარიბჭიდან გოლგოთას მთამდე, იქ სადაც სახარების თანახმად იესო ქრისტე ჯვარს აცვეს. 

ეს გზა ტკივილიანი  არა მისი მანძილის, არამედ მნიშვნელობის გამოა. მსვლელობა 14 გაჩერებით.

გიორგი აბაზაძე
წამყვანი

ამავე კატეგორიაში