ერთი ადამიანი დაიღუპა, ცხრა კი დაშავდა თურქეთის ქალაქ ბურსაში ავტობუსის აფეთქების შედეგად.
თურქული მედიის ინფორმაციით, აფეთქების დროს ავტობუსში ადგილობრივი წინასწარი დაკავების იზოლატორის თანამშრომლები იმყოფებოდნენ. დაშავებულები მიმდებარე საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. ბურსის რეგიონის ხელმძღვანელის განცხადებით, ავტობუსის მახლობლად დისტანციურად მართვადი ბომბი აფეთქდა და ხელისუფლება ტერაქტის ვერსიას არ გამორიცხავს.