აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოში შეხვედრებს მართავს

19 აპრილი 2022, 17:32 874 ნახვა

თბილისში ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვა დელეგაციასთან ერთად ჩამოვიდა. მან უკვე გამართა შეხვედრა თავის ქართველ კოლეგა შალვა პაპუაშვილთან თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან რეგიონში არსებული რიგი საკითხი და დღეს არსებული მდგომარეობა  განვიხილეთ. ქვეყნებს შორის ურთიერთობების გამყარების მიმართულებით საკითხებზე ვიმსჯელეთ, ასევე, ვისაუბრეთ ყოველდღიური ურთიერთობისა და ხშირი ვიზიტების აუცილებლობაზე.   საპარლამენტთაშორისო ურთიერთობა ქვეყნებს შორის მეგობრობაში ხიდის როლს ასრულებს. დღეს ჩვენ ასევე განვიხილეთ საკანონმდებლო საქმიანობის მიმართულებით გამოცდილების გაზიარების საკითხებიც. ვისაუბრეთ აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების სამმხრივი ფორმატის მუშაობის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე. შემდეგი სამმხრივი ფორუმი აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოსა და ქალაქ შუშაში გაიმართება. განაცხადა საფაროვამ.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი