ვიწყებთ განვადებით მშენებლობის მასშტაბურ პროგრამას - ირაკლი ღარიბაშვილი 

18 აპრილი 2022, 11:36 976 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, განვადებით მშნებლობის მასშტაბური პროგრამა იწყება.  ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, პროგრამის განხორციელების პროცესში დასაქმდება 20 000 ადამიანი.

მისი განცხადებით, აშენდება 80 სკოლა და 90 ახალი ბაღი. 

მთავრობის დაფინანსების ჯამური მოცულობა 2.5 - 3 მილიარდი ლარი იქნება. 

''სამუშაოების დაწყება ჩვენ გვინდა წელსვე და სამ წელში გვინდა ყველა ეს პროექტი იყოს დასრულებული. დაფინანსების ჯამური მოცულობა დაახლოებით 3 მილიარდი ლარი იყოს, ამ ეტაპზე კი 2 მილიარდი ლარით დავიწყებთ. სამშენებლო სექტორს შევთავაზებთ, რომ მოიზიდონ ჩვენი გარანტირებული დაკვეთით დამატებითი ფინანსური რესურსი და ჩაერთონ ამ პროგრამაში.  ვფიქრობ ეს იქნება უნივერსალური გადაწყვეტილება. 

ჩვენ პროექტებს დაგეგმილ ვადაზე ადრე განვახორციელებთ. მეორე მხრივ, ეკონომიკურ ზრდას დაეხმარება ეს ყოველივე. ასევე, ბიზნესისთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა და შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები.

მაგალითად სკოლების მიმართულებით 9 წლის განმავლობაში 175 სკოლა ავაშენეთ, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. 800 სკოლა გვაქვს გასარემონტებელი, აქედან 80 ახალი სკოლის აშენება მოგვიწევს, 220 სკოლის სრული რეაბილიტაცია. ამ მიმართულებით ბიუჯეტი იქნება მილიარდი ლარი და ჩვენ 800 სკოლას მოვაწესრიგებთ" - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი