პუტინს ომის დასრულება და ზელენსკისთან შეხვედრა არ სურს - ამის შესახებ იტალიის პრემიერმინისტრმა განაცხადა. მარიო დრაგი ამბობს, რომ პუტინისთვის მოწოდებებს არანაირი აზრი არ აქვს და ის შედეგს არ გამოიღებს. "სატელეფონო საუბრისას ვუთხარი, რომ სამყაროზე სასაუბროდ ვურეკავდი. ვკითხე, "როდის ხვდებით ზელენსკის? მხოლოდ თქვენ ორს შეგიძლიათ იპოვოთ გამოსავალი". მან მიპასუხა: "დრო ჯერ არ მოსულა". მე დაჟინებით ვამბობდი: "გადაწყვიტეთ და შეწყვიტეთ ცეცხლი" და მან ამაზეც მიპასუხა: "არა ჯერ ამის დრო არ მოსულა" - ამბობს დრაგი.