უკრაინაში ომი 53-ე დღეა მიმდინარეობს, მათი სოლიდარობისა და მხარდაჭერის მიზნით სხვადასხვა სახის აქცია იმართება. ხელნაკეთი ნივთები, აქსესუარები, ნახატები და ნამუშევრები - გამოიფინა ამჯერად ბათუმში ევროპის მოედანზე უკრაინელი ბავშვების დასახმარებლად. გამოიფინა ნანგრევებში დაღუპული დათა შომახიას წიგნებიც, სადაც შესულია დათას ნახატები, ფოტოები და მისდამი მიძღვნილი ჩანაწერები. გამოფენა-გაყიდვა მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება. უკრაინის მხარდასაჭერად საქველმოქმედო აქციაში ჩაერთვნენ სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები. ორგანიზატორები სოციალური საწარმო „ანდამატი“ და ქალთა კლუბის წარმომადგენლები არიან.