უკრაინაში საქართველოს ელჩის ინფორმაციით დაღუპულ ქართველ მებრძოლებს რამდენიმე დღეში გადმოასვენებენ. 1 დაჭრილი მებრძოლის სიცოცხლეს კი საფრთხე არ ემუქრება. არკადი კასრაძე, ზაზა ბიწაძე და ალიკა ცაავა - ქალაქ რუბეჟნოესთან ჩეჩნურ დაჯგუფებასთან შეტაკების დროს დაიღუპნენ. ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში 9 ქართველი მებრძოლია დაღუპული.