ამერიკული შეიარაღების პირველი პარტია უკვე უკრაინაშია. დახმარების ახალი პაკეტი 800 მლნ დოლარის მოცულობისაა. ინფორმაციას თეთრ სახლზე დაყრდნობით CNN ავრცელებს. აშშ უკრაინისთვის მძლავრი შეიარაღების გადაცემას პირველად დათანხმდა. შეიარაღებაში 11 ვერტმფრენი მი-17, 155მმ ქვემეხი და 300 დრონი შედის. სამხედრო შეიარაღებით დახმარების პირობა აშშ-ს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკის რამდენიმე დღის წინ სატელეფონო საუბრისას მისცა.