ქართული სიმღერები, რომანსები, პერფორმანსები- ბათუმის ხელოვნების უნივერისტეტში ქართული სიტყვისა და მუსიკის საღამო მიმდინარეობს. დედაენის დღისადმი მიძღვნილი კონცერტში საოპერო შემსრულებლები მონაწილეობენ. ასევე საქათველოს დამსახურებული არტისტი ნატალია ჭანტურიშვილი და ხელოვნების უნივერსიტეტის დრამისა და კინოს სამსახიობო სპეციალობის 1 კურსის სტუდენტები. ეს არის ორი უნივერსიტეტის კოლაბორაციული პროექტი, რომლის მიზანიც მივიწყებული ქართული კლასიკის პოპულარიზაციაა.