დაჭრილ-დაშავებული სამხედროების გუნდი ''ძლიერთა თამაშებში'' მიიღებს მონაწილეობას

15 აპრილი 2022, 10:56 935 ნახვა

თავდაცვის სამინსიტროს დაჭრილ-დაშავებული სამხედროების გუნდი მონაწილეობას პროექტ ‘’ძლიერთა თამაშებში’’  მიიღებს მონაწილეობას.

პროექტში, რომელიც  ნიდერლანდებში 16-22 აპრილს გაიმართება, საქართველოდან 20 კაციანი ჯგუფი ჩაერთვება. პროექტის გახსნის ცერემონიალს  ჰააგაში დაესწრება საქართველოს თავდაცვის მინისტრი. 

ქართველ პარასპორტსმენთა გუნდი  სპორტის სხვადასხვა სახეობაში იასპარეზებს. სამხედრო მოსამსახურეებმა მომზადება უკვე გაიარეს. 

„ძლიერთა თამაშები“ 2014 წლიდან სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი