უკრაინაში დაღუპული კიდევ 2 ქართველი მებრძოლი სამშობლოში ჩამოასვენეს 

15 აპრილი 2022, 10:03 1000 ნახვა

უკრაინაში დაღუპული კიდევ 2 ქართველი მებრძოლი  ჩამოასვენეს თბილისში.  21 წლის ნიკოლოზ შანავა და 47 წლის დავით მენაბდიშვილი,  ბატალიონ „კარპატსკა სიჩის“ წევრები იყვნენ და ხარკოვის გასათავისუფლებლად იბრძოდნენ.  9 აპრილს ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმთან  ახლოს 18 საათიანი უთანასწორო ბრძოლის დროს დაიღუპნენ.

უკრაინაში ამ დრომდე ექვსი ქართველი მებრძოლი გარდაიცვალა. გია ბერიაშვილი და დავით რატიანი სამშობლოში 24 მარტს გადმოასვენეს. ისინი 18 მარტს კიევთან ახლოს, ირპენის რეგიონში რუსების მიერ კიევზე განხორციელებული შეტევის მოგერიების დროს დაიღუპნენ. 31 მარტს ჩამოასვენეს სამშობლოში უკრაინაში დაღუპული მებრძოლი დავით გობეჯიშვილი, რომელიც 26 მარტს, ქალაქ ირპენში შეტაკებებისას დაიღუპა.

რაც შეეხება ბახვა ჩიქობავას, რომელიც მარიუპოლში 19 მარტს დაიღუპა, ადგილზე შექმნილი რთული ვითარების გამო, მისი გადმოსვენება ჯერ ვერ ხერხდება.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი