 
                                        
                                    
                                
                            
                            
                                
                                
                            
                            პოლიციამ ავტომობილის გაქურდვის ფაქტი გახსნა. გამოძიებით დადგინდა, რომ 32 წლის მამაკაცმა გლდანში, უკრაინის მოქალაქის ავტომობილიდან სხვადასხვა ნივთი მოიპარა და მიიმალა.
ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებადაა ამოღებული.
შსს-ს ინფორმაციით, დაკავებული ქურდობისთვის რამდენჯერმეა ნასამართლევი, ახლა კი პირობითი მსჯავრით იყო გათავისუფლებული.
ამჯერად დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            