ნიკა კვარაცხელიას საქმეზე დღეს სავარაუდოდ განაჩენი გამოცხადდება

12 აპრილი 2022, 14:27 793 ნახვა

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში 22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ბოლო სასამართლო სხდომა მიმდინარეობს. 

დაცვის მხარის  დასკვნით სიტყვის შემდეგ, ბრალდებულები აკო ჭელიძე  და გიორგი კავილაძე  საბოლოო  სიტყვით ისარგებლებენ. მოსამართლე განაჩენს  სავარაუდოდ დღეს გამოაცხადებს. 

სხდომას ესწრებიან მოკლულ ნიკა კვარაცხელიას დედა იზა ომაძე და ოჯახის ახლობლები.  15 სექტემბერს, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე, 22 წლის ნიკა კვარაცხელია ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-ზე მეტი გასროლით მოკლეს.

აღნიშნულ საქმეზე თითქმის, ერთთვიანი ძებნის შემდეგ, ბრალდებულები  თბილისში, წყნეთში დააკავეს. მათ ნიკა კვარაცხელიას ჯგუფურად განზრახ მკვლელობასა და ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებიან. დანაშაულს მხოლოდ აკო ჭელიძე აღიარებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში