მარიუპოლში რუსმა ოკუპანტებმა დაუდგენელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენეს - უკრაინული მედია

12 აპრილი 2022, 00:23 939 ნახვა

რუსეთის ძალებმა მარიუპოლში დაუდგენელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია "აზოვის პოლკზე“ დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ საოკუპაციო ძალებმა უცნობი წარმომავლობის მომწამვლელი ნივთიერება უპილოტო საფრენი აპარატიდან ჩამოაგდეს.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაშავებულებს სუნთქვის უკმარისობა, ვესტიბულური დარღვევა და ატაქსიის სინდრომი აღენიშნებათ. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში