ლევან გორგილაძიას საქმეზე გადაწყვეტილება 13 აპრილს გამოცხადდება

11 აპრილი 2022, 14:17 855 ნახვა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის  საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილებას 13 აპრილს გამოაცხადებს. მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ სხდომა მტკიცებულებების უკეთ  გაცნობის  მიზნით გადადო.  ლევან გორგილაძე  პოლიციელებმა 1 მარტს  აჭარის მთავრობასთან აქციაზე  ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

ბათუმის საქალაქო  სასამართლომ დღეს ვიდეო მტკიცებულებები გამოიკვლია. ოქმის შემდგენი მხარის მტკიცებით, ლევან გორგილაძე საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდა,  იგინებოდა, მონებს ეძახდა  პოლიციელებს და  წინააღმდეგობას   უწევდა მათ დაკავების დროს.  

სამართალდამცავები  გორგილაძის მიმართ ადმინისტრაციული პატიმრობას  ითხოვს,  თუ რაში გამოიხატებოდა წინააღმდეგობის გაწევა  ან  პოლიციელების შეურაცხყოფა, ამაზე ითხოვდა სასამართლოზე მტკიცებულებების წარმოდგენას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია,  რომელიც ლევან  გორგილაძის ინტერესებს იცავს.

თავად გორგილაძე აცხადებს, რომ ის პუტინს აგინებდა და ეს   დანაშაული არ არის.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი