ბათუმში, კომახიძის ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში „ტოიტა პრიუსის“ მარკის 5 ავტომობილი გატეხეს და გაძარცვეს. შემთხვევა გამთენიისას მოხდა.
დაზარალებულები ამბობენ, რომ სავარაუდო მძარცველები, არასრულწლოვნები არიან.
ავტომობილებს დამსხვრეული აქვს მინები, საიდანაც კარის გაღებას ცდილობდნენ.
საცხოვრებელი კორპუსის ეზოში მოქმედებს რამდენიმე სათვალთვალო კამერა.
ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს.