უკრაინის სოლიდარობის აქციაზე ბათუმში 9 აპრილის ფოტოები გამოფინეს. აქციაზე ბელარუსის და უკრაინის მოქალაქეები იმყოფებოდნენ, მათ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლბიც შეურთდნენ.აქციაზე შესრულდა სამი ქვეყნის ჰიმნი. აქციის მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს 9 აპრილს და უკრაინაში დაღუპულ გმირებს რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში.