ლელოს საკანონმდებლო ინიციატივები - შეფასებები

08 აპრილი 2022, 14:11 731 ნახვა

ფრაქცია ''ლელო'' პარლამენტში ორი კანონპროექტის შეტანას გეგმავს, რომელთა ძირითადი აქცენტები, როგორც განმარტავენ, საქართველოში რუსული გავლენების წინააღმდეგ აქტიურ ბრძოლას გულისხმობს.

ოპოზიციაში აზრი ორად არის გაყოფილი, პარტია გირჩი კანონპროექტს მავნებლურს უწოდებს, ამბობენ რომ კანონპროექტი წარსულში ქექვასა და ხელისუფლების მიერ მედიის კონტროლს ემსახურება და ამის მხარდაჭერას არ აპირებენ.

ოპოზიციის დარჩენილი ნაწილი კი პარტია ლელოს საკანონმდებლო ინიციატივებს მხარს დაუჭერს, ამბობენ, რომ ყველა ინიციატივას, რომელიც ქვეყნის ინტერესების დაცვას ემსახურება და გმობს რუსეთის აგრესიას მათი მხარდაჭერა ექნება. მმართველ გუნდში კი ამ ეტაპზე, კანონპროექტთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაცია არ აქვთ, აქვთ შენიშვნებიც.

როგორც განმარტეს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს სახელმწიფოს საუკეთესო ინტერესების დასაცავად,  როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო მასშტაბით.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში