''მთავარი არხის'' ჟურნალისტსა და ოპერატორზე ფიზიკური ძალადობისა და პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლისთვის ალტ-ინფოს ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი და მისი თანამზრახველი დააკავეს. ამის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ განაცხადა. მთავარი არხის გადამღებ ჯგუფს თავს 18 მარტს დაესხნენ.
ჟურნალისტის ემა გოგოხიას ინფორმაციით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც იღებდნენ, თუ როგორც შლიდნენ ალტ-ინფოს ოფისთან უკრაინის მხარდამჭერ წარწერებს ქალაქის მერიის დაქვემდებარებული სამსახურის თანამშრომლები.