უკრაინულენოვანი სასკოლო სექტორი - საორგანიზაციო სამუშაოები

08 აპრილი 2022, 11:26 900 ნახვა

თბილისში მალე უკრაინულენოვანი სასკოლო სექტორი გაიხსნება. უკრაინელი ბავშვებისთვის უკვე მოწყობილია საკლასო ოთახები და გაწერილია  საგაკვეთილო  ბადეც. 

საქართველოში უკრაინის საელჩოსთან მჭიდრო თანამშრომლობით, შერჩეული არიან მასწავლებლები ყველა საგნისათვის.  მათ შორის არიან როგორც უკრაინიდან ბოლო პერიოდში ჩამოსული, ისე ადგილობრივი უკრაინულენოვანი  სპეციალისტები.  აღნიშნული მასწავლებლებისთვის ანაზღაურებას  მთავრობა უზრუნველყოფს. ინიციატივა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ეკუთვნის.

უკრაინულენოვანი სექტორის მასწავლებლებს კი განათლებისა და მეცნიერების მინისტრი შეხვდა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი