ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარია ლისმეტსის განცხადებით, ქვეყანა მზადაა რუსულ გაზზე ამ წლის განმავლობაში დამოკიდებულება შეწყვიტოს.
მისივე განმარტებით, ბუჩაში მშვიდობიანი მოქალაქეების დახოცვის სურათებმა საზოგადოების აზრი შეცვალა.
"ბუჩაში სამოქალაქო მოსახლეობის მკვლელობის სურათებმა შეცვალა საჯარო დამოკიდებულება ჩვენს საზოგადოებებში და ამის გამო, ჩვენ სწრაფად მივიწევთ ამ გადაწყვეტილებების გააქტიურებისკენ, რომ დავასრულოთ ფულადი ნაკადების მოძრაობა რუსეთის მიმართულებით", - განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მინისტრის თქმით, ესტონეთი და ფინეთი რუსეთზე დამოკიდებულების დასასრულებლად ქვეყნები გათხევადებული გაზის იჯარით აღებას დათანხმდნენ.