ბათუმის საკალათბურთო კლუბმა საქართველოს თასი მოიგო

07 აპრილი 2022, 21:04 1120 ნახვა

ბათუმის საკალათბურთო კლუბი საქართველოს თასის გამარჯვებულია. თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართულ ფინალში ბათუმელებმა ''ქუთაისი'' 73-69 დაამარცხეს და საქართველოს თასი აღმართეს.

  • ''ბათუმის'' რიგებში 24 წუთში საბა ლობჯანიძემ 17 ქულა, 6 მოხსნა და 4 გადაცემა მიითვალა.
  • 16 ქულით, 4 მოხსნით და 3 გადაცემით თავი კაილი რიდლიმ გამოიჩინა.

შემდეგი შეხვედრა ბათუმის საკალათბურთო კლუბს უკვე სუპერლიგაში ელოდება, სადაც 10 აპრილს ''ცხუმ-აფხაზეთს'' მიიღებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში