უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად სულ მცირე 167 უკრაინელი ბავშვი დაიღუპა, 297 კი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინის პროკურატურა ავრცელებს.
ყველაზე მეტი ბავშვი დაშავდა კიევში, დონეცკსა და ხარკოვში.
მონაცემები არაზუსტია, რადგან ის არ ითვალისწინებს დაღუპულებსა და დაჭრილებს მარიუპოლში და აქტიური საბრძოლო მოქმედებების სხვა ადგილებში.