ომის პროტესტის ნიშნად ლუკაშენკოს მრავალშვილიანმა დედამ ჯილდო უკან დაუბრუნა

06 აპრილი 2022, 14:02 756 ნახვა

ბელარუსში 7 შვილის დედამ ელენა იაკოვიშინამ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის პროტესტის ნიშნად ბელარუსის პრეზიდენტის ადმინისტრაციას დაუბრუნა დედის ორდერი, რომლითაც იგი 2019 წელს დააჯილდოვეს. 

ელენა იაკოვიშინა უკრაინის მოქალაქეა, თუმცა ბელარუსში ცხოვრობს. განმარტებაში მრავალშვილიანმა დედამ  დაწერა, რომ ლუკაშენკოს როგორც სახელმწიფოს  მეთაურის  მიმართ  პატივისცემა და ნდობა დაკარგა. 

„თქვენ ბელარუსის ტერიტორიას უთმობთ  აგრესორის ჯარს უკრაინის სუვერენული სახელმწიფოს  ტერიტორიაზე შესაჭრელად, ჩემი ხალხის, მშვიდობიანი ქალაქების წინააღმდეგ სასიკვდილო რაკეტების გასაშვებად“ -წერს იაკოვიშინა.  

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი