დიდ სახელმწიფოებს შორის კონფლიქტის საფრთხე მატულობს - მარკ მილი

06 აპრილი 2022, 09:55 629 ნახვა

პენტაგონში უფრო დიდი საერთაშორისო კონფლიქტის საფრთხეზე საუბრობენ. აშშ-ს გაერთიანებული შტაბის თავმჯდომარე აცხადებს, რომ მსოფლიოში არსებული წესრიგი სულ უფრო არასტაბილური ხდება და სერიოზული საერთაშორისო კონფლიქტი მწიფდება.  ამის შესახებ მილიმ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის მოსმენაზე განაცხადა. 

მისი თქმით, აშშ-ს და მთლიანად დასავლეთ დემოკრატიას ჩინეთი და რუსეთი ემუქრებიან, რომლებსაც დიდი სამხედრო პოტენციალი აქვთ და ცდილობენ საერთაშორისო წესრიგის ძირეულად შეცვლას. 

გენერლის თქმით,  უკრაინაში რუსეთის შეჭრა მთელი მსოფლიოსა და ევროპის უსაფრთხოებისთვის ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს.

ამერიკელი გენერალი რუსეთის აგრესიის შესაკავებლად კონგრესს აღმოსავლეთ ევროპაში საჯარისო კონტინგენტის ზრდასა და როტაციულ პრინციპზე მომუშავე მუდმივი ბაზების მოწყობას თავაზობს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი