დნეპროპეტროვში რუსეთის სარაკეტო თავდასხმების შედეგად ნავთობის საცავი განადგურდა

06 აპრილი 2022, 10:14 1068 ნახვა

დნეპროპეტროვსკში რუსულმა რაკეტებმა ღამით გაანადგურეს ნავთობის საცავი და ცეცხლი წაუკიდეს ქარხანას, - ინფორმაციას დნეპროპეტროვსკის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვალენტინ რეზნიჩენკო ავრცელებს.

მისივე განცხადებით, მაშველები ცეცხლის ჩაქრობას თითქმის 9 საათი ცდილობდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

„ღამე იყო შემაშფოთებელი და რთული. მტერმა ჩვენს რეგიონს ჰაერიდან შეუტია, ნავთობის საწყობს და ერთ-ერთ ქარხანას დაარტყა. დანგრეულია ნავთობის საცავი. ქარხანაში მაშველები ამ დრომდე ასუფთავებენ ტერიტორიას", - განაცხადა ვალენტინ რეზნიჩენკომ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი