უკრაინა მზად არის, ხვალვე გაწევრიანდეს ნატოში, თუ შესთავაზებენ, თუმცა ეს არ მომხდარა და არც მოხდება - ზელენსკი

05 აპრილი 2022, 13:18 1489 ნახვა

უკრაინა მზადაა ნატოში გაწევრიანდეს, მიუხედავად რუსეთის ფედერაციის მუქარისა, მაგრამ ალიანსის ქვეყნები ამისთვის მზად არ არიან და იძულებულია უსაფრთხოების გარანტიები მოიძიოს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ უკრაინელ ჟურნალისტებთან ინტერვიუში განაცხადა.

ზელენსკის განცხადებით, უკრაინა მზადაა ხვალაც შეუერთდეს ბლოკს, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს არ მოხდება.

„თუ ხვალ ნატოში გაწევრიანებას შემოგვთავაზებენ, გავწევრიანდებით, თუმცა, სამწუხაროდ ეს არ მოხდება. სამწუხაროდ, ეს არ მომხდარა. ამიტომაც ჩვენთვის უსაფრთხოების იმ გარანტიებს ავაშენებთ, რომელიც ჩვენ დაგვიცავს. ისედაც შეგვიძლია თავი დავიცვათ. ეს უკვე გვესმის. თუმცა, ყველა ადამიანის დაცვა - ეს უფრო რთული ამოცანაა“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში