გერმანია არის მთავარი დაბრკოლება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებისთვის - მათეუშ მორავიეცკი

04 აპრილი 2022, 15:52 749 ნახვა

გერმანია არის მთავარი დაბრკოლება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გასამკაცრებლად, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მათეუშ მორავიეცკიმ განაცხადა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

მათეუშ მორავიეცკის თქმით, უნგრეთი არ ბლოკავს სანქციებს.

„ჩვენ უნდა დავინახოთ, იმისდა მიუხედავად, როგორ ვუდგებით უნგრეთს, რომ ეს არის მეოთხე გამარჯვება და პატივი უნდა ვცეთ დემოკრატიულ არჩევნებს… გერმანია არის მთავარი დაბრკოლება სანქციებთან მიმართებაში. უნგრეთი მხარს უჭერს სანქციებს“, – აღნიშნა მორავიეცკიმ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში