ოკუპანტების მიერ უკრაინის ქალაქების დაბომბვა გრძელდება

04 აპრილი 2022, 15:00 2662 ნახვა

გრძელდება უკრაინის ქალაქების დაბომბვა ოკუპანტების მიერ. დღეს ისევ განხორციელდა საჰაერო თავდასხმა ოდესაზე. ათობით ქალაქი მიწასთან სწორდება.

მოლოდინია, რომ ბროვარსა და ჩერნიგოვში რუსების მიერ ჩადენილი ომის დანაშაულები  ბუჩაზე საზარელი იყოს.

ამ ეტაპზე ინფორმაციები და მტკიცებულებები გროვდება დანაშაულების შესახებ.

უკრაინის ცნობით, რუსეთის ჯარებმა ცეცხლი გაუხსნეს ეკლესიას ლუგანსკის ოლქში, დაჭრილია ორი მღვდელი.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი