დასაქმებულები ჩინურ კომპანიას ხელფასის ანაზღაურებას სთხოვენ

04 აპრილი 2022, 11:10 568 ნახვა

ბათუმში სასტუმრო ინტურისტში დასაქმებულები გუშინ გვიან ღამით, ჩინურ კომპანია „ლონგ სინგ „ ჯგუფის წევრებს შენობაში არ უშვებდნენ, მიზეზად კი შრომითი ხელშეკრულების დარღვევას ასახელებენ.

დასაქმებულები გვიყვებიან, რომ ჩინური კომპანია ბათუმში დაქირავებულ ქართველ თანამშრომლებს 4 თვეა ხელფასებს არ აძლევს, უკვე თვეებია კი არც იჯარის თანხას იხდიან. სასტუმროს ტექნიკური სამსახურის უფროსი სულხან ზოიძე  ამბობს, რომ კომპანიის წარმომადგენლობის ნაწილმა სასტუმრო დატოვა, ნაწილი კი ძალით ცდილობდა შენობაში შესვლას.

უცნობია ჩინური კომპანიის წარმომადგენლების პოზიცია, მათი ნაწილი სასტუმროს მიმდებარედ იმყოფებოდა, თუმცა კამერების დანახვისთანავე ტერიტორიიდან გავიდნენ და  კონტაქტზე არ გამოდიან.  პრობლემის მოგვარების მიზნით დაზარალებულებმა პოლიციის მეექვსე განყოფილებასაც მიმართეს. როგორც ირკვევა კომპანია მეტრო სითის გადაწყვეტილებით, სასტუმროს ნაწილს უკრაინიდან დევნილ ოჯახებს დაუთმობენ.

მათი განთავსება უკვე დაიწყო.  შეგახსენებთ, რომ დაახლოებით 5 თვის წინ სხვადასხვა ჩინური კომპანია და ასობით ჩინეთის მოქალაქე ბათუმში ჩამოვიდა. მათ რამდენიმე რამდენიმე სასტუმრო  იჯარით აიღეს.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში