რუსეთის ქმედება არის გენოციდი, მთელი ერის და ხალხის მკვლელობა - ზელენსკი

04 აპრილი 2022, 10:34 1110 ნახვა

“ეს არის გენოციდი - ეს არის ერისა და ხალხის ლიკვიდაცია” – ასე შეფასასა უკრაინის პრეზიდენტმა ქალაქ ბუჩაში რუსი ოკუპანტების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობები.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინას არ სურს დაემორჩილოს რუსეთის ფედერაციის პოლიტიკას და ეს არის მიზეზი, რის გამოც „უკრაინელებს ანადგურებენ“.

„ზურგს უკან ხელებშეკრულ და თავმოჭრილ ადამიანებს როდესაც ვპოულობთ, ასეთი რაღაცები არ მესმის. ბავშვები მოკლეს და აწამეს. ამ კრიმინალებისთვის მხოლოდ მოკვლა საკმარისი არ იყო. შეიძლება, ოქროს ან სარეცხი მანქანების წაღება უნდოდათ და კლავდნენ, მაგრამ ასევე აწამებდნენ. ჩვენ უკრაინის მოქალაქეები ვართ. ჩვენ გვყავს 100-ზე მეტი ეროვნება. საუბარია ყველა ამ ეროვნების განადგურებაზე. ჩვენ ვართ უკრაინის მოქალაქეები და არ გვინდა, დავემორჩილოთ რუსეთის ფედერაციის პოლიტიკას. ეს არის მიზეზი, რის გამოც ჩვენ გვანადგურებენ და ეს ხდება 21-ე საუკუნის ევროპაში. ასე რომ, ეს არის მთელი ერის წამება“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის ქალაქ ბუჩადან რუსეთის შეიარაღებული ძალების გასვლის შემდეგ, ქალაქში მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრები იპოვეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი