ლაგუნა ვერესთან სისხლიანი გარჩევის დროს ერთ-ერთ დაჭრილს ოპერაცია ჩაუტარდა

03 აპრილი 2022, 17:13 1022 ნახვა

ლაგუნა ვერესთან გუშინ ღამით მომხდარი სისხლიანი გარჩევისას დაჭრილ ერთ-ერთ ახალგაზრდას ოპერაცია ჩაუტარდა. როგორც სამედიცინო დაწესებულებაში აცხადებენ. მისი მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია.

„ჩატარდა წინასაოპერაციო კვლევები, გადაღებული იქნა კომპიუტერული ტომოგრაფია და აყვანილი იქნა პაციენტი საოპერაციოში

ჩატარდა ოპერაცია. სახეზე იყო ორივე დუნდულოს მრავლობითი გამჭოლი ჭრილობები. დღეისთვის მდგომარეობა სტაბილურია. პაციენტი გადმოყვანილია ქირურგიულ დეპარტამენტში“, - განუმარტეს ჟურნალისტებს სამედიცინო დაწესებულებაში.

შეგახსენებთ, რომ სისხლიანი გარჩევა თბილისში გუშინ ღამით მოხდა. მოკლულია 2 და დაჭრილია 5 ადამიანი.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი