სისხლიანი გარჩევა თბილისში - მოკლულია 2 და დაჭრილია 5 ადამიანი. შემთხვევა გუშინ ღამით ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. დაჭრილები კლინიკებში არიან მოთავსებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.