განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით პოლიციამ საქართველოში დროებით მცხოვრები უკრაინის მოქალაქე დააკავა.
შსს-ს განცხადებით 21 წლის ახალგაზრდა საქართველოში მიმდინარე წლის თებერვალში ჩამოვიდა. ბრალდებული მოხმარების მიზნით ნარკოტიკულ საშუალებებს უკანონოდ იძენდა და ინახავდა.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს ნარკოტიკული საშუალება და თანხა. ბრალდებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას კი ამოღებულია 1 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება “ჰაშიში”.