თვითმმართველობის შუალედური არჩევნები ბათუმში

02 აპრილი 2022, 11:41 11119 ნახვა

ბათუმის საკრებულოს შუალედური არჩევნები შეაფასა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ, რომელიც ასევ ბათუმში იმყოფება. გიორგი სიორიძემ 79-ე ოლქში  სპეციალური ბრიფინგი მოაწყო და თქვა, რომ  კენჭისყრის პროცესი დარღვევების გარეშე მიმდინარეობს, თუმცა ისაუბრა ასევე იმ ხარვეზებზე, რაც ამ დროისთვის დაფიქსირდა. აღნიშნა, რომ ერთ-ერთი უბანთან  საკმაოდ ბევრი  ე.წ. ბეიჯიანი პირი შენიშნა. გიორგი სიორიძე ცესკოში ოპოზიციას წარმოადგენს, თუმცა პოლიტიკური შეფასებები დღეს არ გაუკეთებია. თუმცა მან უპასუხა  ჟურნალისტების შეკითხვებს, მათ შორის 89-ე უბსნზე ერთ დღეზე რეგისტრირებულ ამომრჩერვლებს შეეხებოდა და განაცხადა, რომ მოქმედებს კანონი, რომლითაც დასაშვებია ერთ უბანზე 1500 ამომრჩეველი აქ კი 2000-ზე მეტი ფიქსირდება. ასევე  მედიის კითხვაზე გააკეთა განმარტება, რომელიც აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მიერ ქართული ოცნების კანდიდატის მხარდამჭრის მოწოდებას შეეხებოდა და თქვა, რომ განცხადება მას არ მოუსმენია, მაგრამ მსგავსი მოწოდება არჩევნების დღეს  კანონდარღვევაა.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში