ბათუმელი ჩოგბურთელები უკრაინის მხარდასაჭერად

01 აპრილი 2022, 14:05 559 ნახვა

დღეს ბათუმის საჩოგბურთო კორტებზე დაიწყო ტურნირი მოყვარულ ჩოგბურთელთა შორის, რომელშიც შემოსული თანხა სრულიად უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ომისგან დაზარალებულებს გადაერიცხება.

შეჯიბრების ორგანიზატორი აჭარის ჩოგბურთის ფედერაცია და ბათუმის მოყვარულ ჩოგბურთელთა კლუბი პრემიუმია.

შეჯიბრებაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენლების გარდა, მონაწილეობას ღებულობენ უკრაინელი, ბელორუსი და რუსი მოყვარული ჩოგბურთელებიც, რომლებიც უკრაინას სოლიდარობას უცხადებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი