უკრაინაში ომის დაწყებიდან რუსულმა ჯარებმა უკვე დაკარგეს 625 ტანკი, 143 თვითმფრინავი - უკრაინის გენშტაბი

01 აპრილი 2022, 13:48 868 ნახვა

უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე რუსულმა ჯარებმა უკვე დაკარგეს 625 ტანკი, 143 თვითმფრინავი და 131 შვეულმფრენი. ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.

მათივე განცხადებით, ომის განმავლობაში რუსულმა ძალებმა დაახლოებით 17 700 ჯარისკაცი დაკარგა.

უწყების ცნობით განადგურებულია:

ტანკები - 625 ერთეული,
ჯავშანტექნიკა - 1751 ერთეული,
საარტილერიო სისტემები - 316 ერთეული,
საჰაერო თავდაცვის სისტემები - 54 ერთეული,
თვითმფრინავი - 143 ერთეული,
ვერტმფრენები - 131 ერთეული,
საავტომობილო აღჭურვილობა - 1220 ერთეული,
გემები / ნავები - 7 ერთეული,
ავზები საწვავით და საპოხი მასალებით - 76 ერთეული,
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე - 85 ერთეული,
სპეციალური აღჭურვილობა - 24 ერთეული.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი