რუსი ოკუპანტები ტოვებენ ჩერნიგოვის რეგიონს - ჩერნიგოვის ადმინისტრაციის უფროსი

01 აპრილი 2022, 13:14 788 ნახვა

რუსეთის შეიარაღებული ძალები ჩერნიგოვიდან გადის, – აღნიშნულის შესახებ ჩერნიგოვის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვიაჩესლავ ჩაუსმა განაცხადა.

„ჩვენი შეიარაღებული ძალების წყალობით, მტერი გადის ჩერნიგოვიდან, თუმცა რისთვის აკეთებს ამას, მხოლოდ მან იცის. იმედი მაქვს, სამუდამოდ მიდიან. იმ შემთხვევაში, თუ გადაჯგუფებისთვის გადიან, რათა შემდეგ დაბრუნდნენ, მათ ორმაგად „გულთბილად“ დავხვდებით“, – განაცხადა ჩაუსმა.

ჩაუსმა ასევე ჩერნიგოვის მცხოვრებლებს მიმართა და ისინი სავარაუდო საავიაციო და სარაკეტო დარტყმების შესახებ გააფრთხილა.

მისი თქმით, ჯერ მოდუნება ნაადრევია და მოსახლეობას მოუწოდა, განგაშის სიგნალის ჩართვისთანავე თავშესაფრებს შეაფარონ თავი.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი