აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება

01 აპრილი 2022, 10:46 727 ნახვა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ცხინვალში დაგეგმილ „რეფერენდუმზე“.

,,როდესაც საქმე ეხება საქართველოს, ჩვენ ვგმობთ რუსეთის მიერ მიმდინარე ოკუპაციას - საქართველოს ნაწილების ოკუპაციას. მოვუწოდებთ რუსეთს შეწყვიტოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია, შეასრულოს საქართველოსთან 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტამდელ პოზიციებზე, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა განაცხადა, რითაც მან უპასუხა შეკითხვას, რა არის დეპარტამენტის პოზიცია რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში დაგეგმილ რეფერენდუმთან დაკავშირებით.  - არც დე ფაქტო ხელისუფლებას და არც რუსეთის მთავრობას არ აქვთ უფლება, მიიღონ გადაწყვეტილებები „სამხრეთ ოსეთის“ მომავალზე, რომელიც საქართველოს ნაწილია  განაცხადა პრაისმა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი