ცესკომ შუალედური არჩევნების შესახებ წარადგინა 

31 მარტი 2022, 14:49 800 ნახვა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ  არჩევნებში ჩართულ მხარეებს 2 აპრილის საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნების შესახებ ანგარიში წარუდგინა. ანგარიში 1 თებერვლიდან 31 მარტის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.

გიორგი კალანდარიშვილმა საარჩევნო კომისიების წევრების გადამზადებაზე, საარჩევნო სუბიექტებისა და წარმომადგენლების, ასევე დამკვირვებლების და მედიის რეგისტრაციის პროცესის შესახებ ისაუბრა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ტექნოლოგიურ სიახლეზე, რომელიც 2 აპრილის არჩევნებზე ბათუმის მე-4 მაჟორიტარულ ოლქში განხორციელდება.

ცესკოს თავმჯდომარემ კომენტარი გააკეთა ოპოზიციის ბრალდებების შესახებ, რომ ბათუმში წინასაარჩევნოდ ამომრჩეველთა სიები გაიზარდა.

კალანდარიშვილის თქმით, საუბარია კონკრეტულ საარჩევნო უბანზე 500-მდე ამომრჩევლის ცვლილებაზე და საარჩევნო ადმინისტრაციამ კანონთან შესაბამისობით იმოქმედა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი