ოკუპირებული ცხინვალის რეჟიმის განცხადება შეაფასეს პარლამენტში. ქართული ოცნება ოკუპირებული ცხინვალის "რეფერენდუმზე" რუსეთის რეაქციას ელოდება.
აცხადებენ, რომ საქართველომ საკუთარი "ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე" უნდა იმოქმედოს და უსაფრთხოების მაღალი რისკები გაითვალისწინოს.
ოპოზიციის თქმით კი, რუსეთი მისი ინტერესების დაკმაყოფილებას ყოველთვის ცდილობს და მათ ოკუპანტი ქვეყნის შეჩერების იმედი არ აქვთ.
ამბობენ, რომ ამ საკითხზე ხელისუფლებას საერთაშორისო პარტნიორებთან აქტიური კომუნიკაცია უნდა ჰქონდეს.