ოკუპირებულ აფხაზეთში აცხადებენ, რომ რუსეთის შემადგენლობაში შესვლა არ სურთ

31 მარტი 2022, 10:56 527 ნახვა

ოკუპირებულ აფხაზეთს რუსეთის შემადგენლობაში შესვლა არ სურს - პოზიცია დე ფაქტო პარლამენტის სპიკერმა გააცხადა. „რუსეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, მშობლიური და ახლო სახელმწიფო, თუმცა რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლის განზრახვა რესპუბლიკაში არ გვაქვს“, – განაცხადა ვალერი კვარჩიამ.

დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანი კი განმარტავს, რომ მათ დამოუკიდებლობისთვის მაღალი საფასური გადაიხადეს.

„ეს არის შედეგი ჩვენი ხალხის რამდენიმე თაობის ხანგრძლივი ბრძოლის, ამიტომ ეს საკითხი ჩვენს წრეებში – პოლიტიკურსა და საზოგადოებრივში არ განიხილება“- აცხადებს სერგეი შამბა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი